განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა


კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ზუგდიდში - ვირუსი განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს 2 ჯარისკაცს დაუდასტურდა. მათ ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვთ და ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები ზუგდიდში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში გამოუვლინდათ.

ამ დროისათვის ინფიცირებულების კონტაქტები და თანამშრომლები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან - 200-მდე ადამიანი კარანტინში არიან გადაყვანილები.