ბილ გეითსი ვარაუდობს,რომ პანდემია 2022 წელს დასრულდება


Microsoft-ის დამაარსებელი, მილიარდერი ბილ გეითსი ფიქრობს,რომ კორონაპანდემია უსასრულოდ არ გაგრძელდება.

„საუკეთესო შემთხვევაში, ეპიდემია, სავარაუდოდ, 2022 წელს დასრულდება. თუმცა, ვაქცინის შექმნის ტექნოლოგია არსებობდა, დაფინანსება გაჩნდა, კომპანიებმა თავიანთი საუკეთესო ხალხი ჩართეს ამ პროცესში. ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. პანდემია უსასრულოდ არ გაგრძელდება“, - განაცხადა ბილ გეითსმა.

მილიარდელმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინების დამტკიცება 2021 წლის დასაწყისისთვისაა მოსალოდნელი.

„თუ ეს მოხდება, მაშინ გაისად ზაფხულში აშშ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას დაიწყებს. წლის ბოლოს კი ჩვენი საქმიანობა საკმაოდ ნორმალურ შეიძლება იყოს, თუ სხვა ქვეყნებსაც დავეხმარებით“