კახა კალაძე მეუფეების საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებაზე - ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათაც აქვთ საკუთარი ხედვა


„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, სასულიერო პირებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებსაც ამ თუ იმ საკითხზე თავიანთი შეხედულებები აქვთ. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად მიზანშეწონილია მეუფეების „ქართული ოცნების" საარჩევნო ღონისძიებაზე დასწრება და ნიშნავს, თუ არა ეს მმართველი პარტიის მხარდაჭერას.

კალაძის თქმით, მათაც აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილება.

„ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათაც აქვთ საკუთარი ხედვა ამ თუ იმ საკითხზე. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი, ეს იქნება სასულიერო პირი, ბიზნესმენი, თუ სხვა დარგის წარმომადგენელი, არის ამ ქვეყნის მოქალაქე, მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მიიღონ გადაწყვეტილება“ - კახა კალაძემ

კახა კალაძის თქმით, მმართველ პარტიას აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებას რამდენიმე მეუფე დაესწრო.