რჩევები ძლიერი იმუნიტეტისთვის


იმუნური სისტემის მეშვეობით ორგანიზმი შეიცნობს, გამოყოფს და ანადგურებს მასში შეჭრილ უცხო სხეულებსა და მიკროორგანიზმებს.

დაქვეითებული იმუნიტეტის გამო ადამიანი გაცილებით მარტივად ვადდება.

რამდენიმე მარტივი ხერხით იმუნიტეტის გაძლიერება და შესაბამისად, ჯანმრთელობაზე ზრუნვაა შესაძლებელი. იმუნიტეტის გასაძლიერებლად რეკომენდებულია:

შეინარჩუნოთ სიმშვიდე და შეეცადოთ, მაქსიმალურად მინიმუმამდე დაიყვანოთ სტრესის დონე, რადგან ქრონიკული სტრესი ჯანსაღი იმუნიტეტის ერთ-ერთი მთავარი მტერია.

ზომიერად მიირთვით ალკოჰოლი; იმუნიტეტისთვის სასარგებლოა ვიტამინები და განსაკუთრებით: A, B6, C, D და E. ამასთან, C ვიტამინი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება და მისი მიღება შესაძლებელია ციტრუსით. გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზმის ვიტამინებით გამდიდრების ბუნებრივი საშუალება ჯანსაღი ხილია, ხოლო მულტივიტამინები (ტაბლეტის სახით) ექიმმა შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით უნდა დაგინიშნოთ.

საკვები ნივთიერებებით მდიდარია ბოსტნეული, ხილი და თხილეული. სასურველია, რაციონი ამ სასარგებლო პროდუქტებით გაამდიდროთ.

მხოლოდ კვებით იმუნიტეტს ვერ გაიუმჯობესებთ და აუცილებელია ფიზიკური აქტივობაც. რეგულარული ვარჯიშით ორგანიზმი ინფექციებთან ბრძოლისთვის ყოველთვის მზად იქნება.

სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს ავიწყდება თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მშვიდი ძილი. უძილობისა თუ ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემის გამო იმუნიტეტი სუსტება.

თამბაქო ჯანმრთელობისთვის მავნებელია და კვამლისგან მნიშვნელოვნად ქვეითდება იმუნიტეტი; 10-15 წუთით ისეირნეთ მზიან ამინდში და ბუნებრივი გზით შეითვისეთ D ვიტამინი.