სოხუმის ერთ-ერთ სკოლაში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა


სოხუმის 1-ელ საშუალო სკოლაში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება არაერთი მოსწავლისთვის მაღალი ტემპერატურის დაფიქსირებისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიიღეს.

ე.წ. განათლებისა და ენის პოლიტიკის სამინისტრო მოსწავლეებსა და მასწავლებელს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან იზოლირების ღონისძიებები და ორი კვირის განმავლობაში, სახლებში დარჩნენ. იქამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მასწავლებელი კორონავირუსით დაინფიცირდა და ქრონიკული დაავადებების გამო, ვირუსს ემსხვერპლა.

ამ დროისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 939 შემთხვევა დადასტურდა, 7 პაციენტი გარდაიცვალა, 255 კი გამოჯანმრთელდა.