ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.


არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, რესტორან "პალადიუმის" მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

შემთხვევა გუშინ, 20 სექტემბერს მოხდა.

ფაქტს,შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.