"ერთი რამ ვერ გაითვალისწინეთ … რატომ წავიდოდა შორს რა მინდორში სიკვდილი რომანტიკაა?"


თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის ბევრს არ სჯერა მოქალაქეები პროგრამისტის ბურუსით მოცულ სიკვდილზე კითხვის ნიშნებს სვავენ. სოციალურ ქსელში მოქალაქე ლალი კილასონია თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ წერს:

“თავი მოიკლაო, ამტკიცებს სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა ,თავი მოიკლაო ,კვერს უკრავენ ჭანჭიჯებიც კი ,რადგან ასე აწყობს სისტემას გააპრავოს .ავანსცენაზე ,ხან პროკურატურაა,ხან ვითომ შეყვარებული ტროლ-ბოტის ქარხანა მუშაობს 24 საათი .არა და რა გაუფუჭა ისეთი სულ პატარა გოგომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგ,რომ აღიმართა? რა დააშავა ისეთი,რომ ყველა უბედურება თავზე დაატეხეს. თქვენ ვერ შეაჩერებთ იმ კითხვების კორიანტელს ,რაც არსებობს,რადგან თქვენი პასუხი მართალი არარის .რატომ გინდათ დავიჯეროთ,რომ თავის მოკვლას სახლში ვერ მოახერხებდა? რატომ წავიდოდა შორს რა მინდორში სიკვდილი რომანტიკაა? თქვენც ხომ უიღბლო სიყვარული დაუდეთ საფუძვლად და ამით ამართლებთ . ერთი რამ ვერ გაითვალისწინეთ “არაარს დაფარული,რომელიც არ გაცხადდეს” სამყაროში არაფერი რჩება საიდუმლოდ ადრე თუ გვიან აუცილებლად აეხდება ფარდა ბაჩალიაშვილის საიდუმლოს თუ კაცის სამსჯავროს გადაურჩით ღმერთისას რას უშვებით? არავინ იმსახურებს სიკვდილს არავინაა ღმერთი განუსაზღვროს ვინ ,უნდა იცოცხლოს და ვინ, არა .ვერც ადვოკატების გაჩერებას შეძლებთ,რადგან სინდისი და გული აქვთ იმ ადამიანებს.” – წერს ლალი კილასონია.