ტოჩინოშინი მეათე საშეჯიბრო დღეს დამარცხდა


ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოს მეათე საშეჯიბრო დღე ლევან გორგაძისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ტოჩინოშინი სეკივაკე მიტაკეუმისთან იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ათი შეხვედრის შემდეგ ქართველი სუმოისტის ანგარიშზე ოთხი მოგება და ექვსი წაგებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი ხუთიდან ოთხი ბრძოლა უნდა მოიგოს.

ხვალ გორგაძე კომოსუბი ენდოს დაუპირისპირდება, რომელთანაც აქამდე გამართული თორმეტი ბრძოლიდან ექვსი აქვს მოგებული.