3 ნიშანი იმისა, რომ კიბერქონდრია გაქვთ


შეკითხვები ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის შესახებ მოულოდნელად ჩნდებიან. საკმარისია თავის ტკივილი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდეს და აუცილებლად გაგიჩნდებათ შეკითხვარამე ხომ არ მჭირს?“. რამდენიმე წლის წინ, ეს კითხვა ისევე მოულოდნელად გაქრებოდა, როგორც გაჩნდა. თუ რა თქმა უნდა, სიმპტომები საკმარისად სერიოზული არ იქნებოდა. ამ შემთხვევაში, აუცილებლად მიაკითხავდით პროფესიონალებს. მაგრამ რა ხდება ახლა, როდესაც დაავადების სიმპტომებისა და მკურნალობის მეთოდების მოძიება სულ რამდენიმე წამში, ინტერნეტშია შესაძლებელი შეიძლება? უახლესი სამეცნიერო კვლევების მიხედვით, ზოგიერთი ადამიანი უფრო ხშირად მიმართავს ონლაინ საძიებო სისტემას დაავადების აღმოსაჩენად. მიუხედავად დაუსრულებელი ინფორმაციისა, ინტერნეტი სულაც არ გეტყვით, რომელია თანამედროვე სამყაროს ყველაზე გავრცელებული დაავადება, რადგან თქვენ ამას სულ არ ეძებთ. ეს კიბერქონდრიაა, ჰიპოქონდრიის ერთ-ერთი სახეობა და განიმარტება, როგორცადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის, მეტისმეტად ხშირი ძიება ინტერნეტში“.

3 ნიშანი იმისა, რომ კიბერქონდრია გაქვთ:

1.ყოველდღიურად, 1-3 საათის განმავლობაში ამოწმებთ ონლაინ სხვადასხვა დაავადების სიმპტომებს. კვლევების თანახმად, ადამიანები, ვისაც მძიმე შფოთვითი აშლილობა აღენიშნებათ, გასულ თვეში, საშუალოდ 2 საათს უთმობდნენ სიმპტომების ძიებას. თუმცა, ეს მაჩვენებელი მხოლოდ ყველაზე ცუდ დღეებში ფიქსირდებოდა. ადამიანები, ვისაც მსუბუქი შფოთვა ახასიათებთ, ყველაზე ცუდ დღეებში, მხოლოდ 1 საათი ან უფრო ნაკლები დაუთმეს ონლაინ ძიებას.

რა შეიცვლება დასაქმებულისთვის, რომელსაც კომპიუტერთან უწევს მუშაობა -  მთავრობა მონიტორთან მუშაობის ახალ წესებს მიიღებს | BPN

2.ფიქრობ, რომ ერთდროულად რამდენიმე დაავადება გაწუხებს. ისევ და ისევ, კვლევების თანახმად მძიმე შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებში ეს მაჩვენებელი 5-ია, ხოლო მსუბუქი შფოთვითი აშლილობის შემთხვევაში, 2-ზე ნაკლები. როგორ ფიქრობ, რამდენი დაავადება გაწუხებს?

How much harm is your computer doing you? - Sport360.fit

3.ყველაზე ცუდ დღეებში, 3-4-ჯერ მაინც ეძებ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ინტერნეტში. ძლიერი შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანები, არა მხოლოდ დროს უთმობდნენ ინტერნეტში დაავადების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, არამედ ამას დღეში რამდენჯერმე აკეთებდნენ. თუმცა მსუბუქი შფოთვითი აშლილობის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 1- არ აღემატება.ინტერნეტში სიმპტომების წაკითხვა შფოთს უფრო აძლიერებს. მეცნიერულად დასტურდება, რომ იმ ადამიანებში, ვინც ონლაინ წაიკითხა სიმპტომები და საკუთარ თავს ახალი დიაგნოზი დაუსვა, შფოთვის დონის გაზრდა გამოიწვია.