6 პროდუქტი, რომლის გამოყენებაც მალე დაგაბერებთ


ის, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ორგანიზმი და რამდენად კარგად ვგრძნობთ თავს, დამოკიდებულია ასაკზე. მაგრამ ბიოლოგიური ასაკი სულაც არ არის სანთლების ის რაოდენობა, რომელსაც დაბადების დღეზე თვალებდახუჭული აქრობთ. რთულია განსაზღვრო ადამიანის ბიოლოგიური ასაკი, რადგან ის განპირობებულია ცხოვრების ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა: მოწევა, მზის გამოსხივება, კვების რაციონი და სხვა გარემო ფაქტორები. სამწუხარო ამბავი ისაა, რომ შესაძლოა ორგანიზმი იმაზე ასაკოვანი იყოს, ვიდრე სინამდვილეშია.

6 პროდუქტი, რომელიც დაბერების პროცესს ხელს უწყობს!

1. მარგარინი

მარგარინის წარმოშობის ისტორია… | Genia.Ge

დიდი იმედი გვაქვს, ეს მავნე პროდუქტი წლების წინ დაივიწყეთ, მაგრამ თუ ჯერ კიდევ მოიხმართ, დაიმახსოვრეთ: მარგარინი ტრანს ცხიმია, რომელის გადასამუშავებლადაც ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს. გამომშრალი ორგანიზმი კი დაბერების პირველი მიზეზია.

2. ენერგეტიკული სასმელები

ენერგეტიკული“ მკვლელები; საფრთხეს რომელსაც ენერგეტიკული სასმელები ადამიანის  ჯანმრთელობას უქმნის » NSP.ge

ენერგეტიკული სასმელები სავსეა შაქრითა და მჟავებით, რომლებიც კბილებს აზიანებენ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის - კოფეინი და ნატრიუმი, რომელთა დიდ რაოდენობასაც შეიცავს ენერგეტიკული სასმელები, დეჰიდრატაციის მთავარი მიზეზია.

3. პურ-ფუნთუშეული

ტკბილეული და პურ-ფუნთუშეული ონკოლოგიური პაციენტებისთვის არარეკომენდებულია -  მკურნალი.გე

ნამცხვრები და სხვა საკონდიტრო ნაწარმი დიდი რაოდენობით ცხიმს და შაქარს შეიცავს. ეს პროდუქტები ჭარბწონიანობის გარანტიაა, თუმცა ამის გარდა, ბონუსად კბილების დაზიანებულ ემალსაც მიიღებთ.

4. შაქრიანი კოქტეილები

როგორ გააკეთოთ მარგარიტა კოქტეილი სახლში - სასარგებლო რჩევები - 2020

პინა კოლადა? მარგარიტა? მოჰიტო? რა თქმა უნდა ძალიან გემრიელია, თუმცა არ გირჩევთ მათ რეგულარულად მიღებას. შაქრისა და ალკოჰოლის მიქსი, რომელიც ძალიან მალე დააბერებს თქვენს ახალგაზრდა კანს.

5. ალკოჰოლი

მეცნიერებმა ალკოჰოლის მოხმარების ზუსტი ნორმა დაადგინეს - მკურნალი.გე

ცხადია 1 ჭიქა ღვინო დღესასწაულებზე ნამდვილად არ ავნებს ორგანიზმს, მაგრამ თუ სისტემატიურად მიიღებთ, დაბერების პროცესს დააჩქარებთ. ალკოჰოლი სხეულის დეჰიდრატაციის მიზეზია, ის ასევე A ვიტამინს, უჯრედების განახლებისთვის აუცილებელ ძირითად ელემენტს წაართმევს ორგანიზმს. განსაკუთრებით კი შაქრიან კოქტეილებსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს უნდა მოერიდოთ.

6. მარილი
მარილი - "თეთრი სიკვდილი" თუ სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი პროდუქტი?! »  სასარგებლო რჩევები

დიდი რაოდენობით მარილის მოხვედრა ორგანიზმში წყლის შეკავებას იწვევს. შედეგად კი შეშუპებულ, დაღლილ სახესა და სხეულს მიიღებთ. წარმოგიდგენიათ რა მოხდება, თუ ყოველდღიურად ბევრ მარილს მოიხმართ? დიახ, ნამდვილად მალე დაბერდებით.