სექსუალური ძალადობის ფაქტი პანკისში - დაკავებულია შშმ პირი


პოლიციამ პანკისში, სოფელ ბირკიანში მცხოვრები შშმ პირი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ბრალდებით დააკავა.

32 წლის კაცს გამოძიება ამერიკელ მოქალაქესთან 19 სექტემბერს მომხდარ ინცინდენტს ედავება.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბაწარას ხეობაში ტურისტული მარშრუტით გადაადგილებისას შეხვდა.

დაკავებული შშმ პირია და მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. საქმეზე დანიშნულია დაკავებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

მამაკაცის გათავისუფლების მოთხოვნით, დღეს მისი ოჯახი და თანასოფლელები პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საპროტესტო აქციას გამართავს.