საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 26-ე პაციენტი გარდაიცვალა


კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

„70 წლის პაციენტი აჭარის ერთ-ერთ საავადმყოფოში 17 სექტემბერს შეიყვანეს. ჰქონდა მძიმე თანმდევი დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფებოდა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1705 ადამიანი.