,,ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი წავიდა... როგორ მეშინოდა, რომ ეს დღე დადგებოდა" - ვახო სანაია


ჟურნალისტსა და ტელეწამყვან ვახო სანაიას მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ვახო სანაია საკუთარ facebook გვერდზე აქვეყნებს.

,, ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი წავიდა. მამაჩემი. იმდენი იბრძოლა, იმდენი, მაგრამ სიკვდილთან ყველანი უძლური ვართ. როგორ მეშინოდა, რომ ეს დღე დადგებოდა, - წერს ჟურნალისტი.