პანკისის შშმ პირის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა


პანკისის, სოფელ ბირკიანში მცხოვრები შშმ პირის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, დაკავებულს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებებს აბრალებენ.

ოჯახის წევრები და თანასოფლელები სოფელ ჯოყოლოს ცენტრში შეიკრიბნენ და დაკავებულისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა გაპროტესტეს. მათი თქმით, ის გაუცნობიერებელი ქმედების გამო დაიჭირეს.

გამოძიება 32 წლის კაცს, ამერიკის მოქალაქესთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობას ედავება.