მერაბ დვალიშვილი UFC-ში მერვე ბრძოლას გამართავს


ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC-ში მერვე ბრძოლას 5 დეკემებერს გამართავს და მისი მეტოქე რეიტინგის მე-12 ნომერი კოდი სტამანი იქნება.

დვალიშვილმა და თავისმა მეტოქემ კონტრაქტზე ხელი უკვე მოაწერეს.

ამერიკელს UFC-ში 8 ბრძოლა აქვს გამართული და აქედან ხუთი მისი გამარჯვებით დასრულდა, ერთი შეხვედრა ფრედ ორი კი მარცხით. მან ბოლოს 16 ივლისს, ჯიმი რივერისთან გამართა ორთაბრძოლა და დამარცხდა.

მერაბ დვალიშვილიმა UFC-ში ბოლოს ჯონ დოდსონი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის კატეგორიაში ტოპ-15-ში შევიდა.

ქართველმა მებრძოლმა აბსოლიტურ საბრძოლო ჩემპიონატში პირველი 2 ბრძოლა დათმო, რის შემდეგაც ზედიზედ 5 გამარჯვება მოიპოვა.