"სიკვდილით დასჯას ვიმსახურებ" - მარკ ჩეპმენი


ლეგენდარული მუსიკოსის, ჯონ ლენონის მკვლელმა, მარკ ჩეპმენმა დანაშაულის ჩადენიდან 40 წლის შემდეგ ლივერპულელი შემსრულებლის ქვრივს, იოკო ონოს ბოდიში მოუხადა. როგორც გამოცემა NME საინფორმაციო სააგენტო Press Association-ზე დაყრდნობით წერს, ჩეპმენი სიტყვით ნიუ იორკის შტატის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში Wende Correctional Facility შეწყალების კომისიის წინაშე წარდგა, რის შემდეგაც გათავისუფლების თხოვნაზე მეთერთმეტედ ეთქვა უარი.

მე ჯონ ლენონი მოვკალი!" - 37 წელი საპატიმროში და 9 უარი შეწყალების  მოთხოვნაზე - GzaPress

ჩეპ­მენ­ის თქმით,ლენონი არ მოუკლავს ხასიათის გამო, არც იმის გამო, თუ რო­გო­რი ადა­მი­­ნი იყო. მას ხატს და დიდებულს უწოდებს და ამბობს,რომ როკ-ვარ­სკვლა­ვი დი­დე­ბის მო­სახ­ვე­ჭად მოკ­ლა და თა­ვად სიკ­ვდი­ლით დას­ჯას იმ­სა­ხუ­რებს. ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ მზა­დაა, მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა ცი­ხე­ში გა­­ტა­როს.

მინდა ვთქვა, რომ ჩემი დანაშაულის გამო ვწუხვარ. გამართლება არ მაქვს. ეს საკუთარი თავის დიდებისთვის ჩავიდინე. ვფიქრობ, ეს ყველაზე საშინელი დანაშაულია, რაც კი შეიძლება ჩაიდინო უდანაშაულო ადამიანის მიმართ. ეს ძალიან ეგოისტური ქმედება იყო. ვწუხვარ იმ ტკივილის გამო, რომელიც იოკო ონოს მივაყენე. სულ ამაზე ვფიქრობ, სიკვდილით დასჯას ვიმსახურებ“, – თქვა ჩეპმენმა.

კვირის პალიტრა - მარკ ჩეპმენი: "მე მოვკალი ლენონი"

1980 წლის 8 დეკემბერს მარკ დევიდ ჩეპმენი 40 წლის ჯონ ლენონს მანჰეტენზე, საცხოვრებელთან დახვდა და ავტოგრაფი სთხოვა. მუსიკოსი დასთანხმდა და ალბომზე Double Fantas მოუწერა ხელი. რამდენიმე საათში სახლთან დაბრუნებულ ლენონს ჩეპმენმა ხუთი ტყვია ესროლა. ამის შემდეგ ის ტროტუარზე ჩამოჯდა და ჯერომ სელინჯერის რომანის "თამაში ჭვავის ყანაში" კითხვა დაიწყო. ადგილზე მისული სამართალდამცველებისთვის მამაკაცს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ლენონი საავადმყოფოში მიყვანისას, ძლიერი სისხლდენით გარდაიცვალა. "ბითლზის" ყოფილი წევრის მკვლელობისთვის ჩეპმენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.