საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებულ ხვიჩა მღებრიშვილს სავალდებულო კარანტინს გავლა მოუწევს


ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლდა, ის უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ხვიჩა მღებრიშვილს სავალდებულო კარანტინს გავლა მოუწევს და ოჯახში მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდება.

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მღებრიშვილი რამდენიმეთვიან უკანონო პატიმრობაში ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით იმყოფებოდა.