მიხეილ რამიშვილი: ,,მეც დამაკავებენ აუცილებლად, ჩამომაშორებენ საქმეს"


დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, პირველ კომენტარს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აკეთებს.

მიხეილ რამიშვილის თქმით, დავით ფურცხვანიძე 30 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებდა გამგზავრებას, საიდანაც უნდა ჩამოეტანა ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არის მოკლული.

"ეს უკვე პირდაპირ მინიშნებაა იმის, რომ ესე რომ ვთქვათ, წყარო იყო ეს ჩვეულებრივად, რომელმაც თქვა, რომ სხვა წყაროსგან მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც ბატონი დავით ფურცხვანიძე დააკავეს, თუ იმაზეა საუბარი, რომ ეს არის ე.წ. გაყალბებული ფოტომასალა, მე გავასაჯაროვე, მე მოვიტანე და მე გადავეცი ინფორმაცია გამოძიებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მე დამაკავებენ აუცილებლად, ჩამომაშორებენ საქმეს და ეს არის პირდაპირ იმის ნიშანი, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიება მკვლელებს, დამნაშავე ჯგუფს აფარებს ხელს. ეს იმას ნიშნავს, რომ დავით ფურცხვანიძე 30-ში მიემგზავრებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქიდან ჩამოქონდა ისეთი ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდებოდა რომ ავტომობილი არ იდგა 18-დან 22 ივლისამდე შემთხვევის ადგილზე და ყველა ის, რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, არის ყალბი და დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არის მოკლული. მაინც გადმოიგზავნება ისინი, მაინც მოვა ჩემამდე და ახლა ჩემამდე რომ არ მოვიდეს, მე უნდა დამაკავონ. ჩემს გარდა, სხვასთან მივა ის ინფორმაცია, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან უნდა მოვიდეს და მაინც გასაჯაროვდება და მაინც ნახავს საზოგადოება და მთელ საქართველოს ვერ დაიჭერენ,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ,,უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ გაუგზავნა მიხეილ რამიშვილს ე.წ. სატელიტის ფოტოები გაუგზავნა.

პროკურატურის მტკიცებით, სატელიტის ფოტოები გაყალბებულია.