რა უნდა ვიცოდეთ თუ არასრულწლოვანი შვილი გვყავს და როგორ ვებრძოლოთ მარიხუანაზე დამოკიდებულებას- ინტერვიუ ფსიქოლოგთან


მარიხუანაზე დამოკიდებულება 21-ე საუკუნის ერთ-ერთ პრობლემად მიიჩნევა. აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრება ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი.

რა იწვევს მარიხუანაზე დამოკიდებულებას ?

უკვე წლებია ვმუშაობ სხვადასხვა ფსიქოლოგიურ პრობლემაზე და მათ შორის ყოველგვარ დამოკიდებულებაზე. ძირითადად მიდრეკილებებს იწვევს ბავშვობის ტრამვები.

რატომ ხდება ადამიანი დამოკიდებული მარიხუანაზე?

მახიხუანაზე დამოკიდებულებისას დიდ გავლენას ახდენს გარემო. გარდატეხის ასაკში ავტორიტეტი მშობელი აღარ არის, ავტორიტეტი ხდება თანატოლი. თუ მოზარდი ხედავს თანატოლს, რომელიც ეწევა, ავტომატურად ექცევა მისი გავლენის ქვეშ. ძალიან ძლიერი შინაგანი ღერძი უნდა ჰქონდეს და ძალიან ჯანსაღად უნდა იყოს გაზრდილი ბავშვი, რომ მან შეძლოს თქვას ,, არა ეს ჩემი არჩევანია, მე არ მოვწევ.“ და არ დაექვემდებაროს გარემოს. არას თქმა შეუძლია ცოტას.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნო ფსიქოლოგიას ანუ ერის ფსიქოლოგიას. ყველა ერი აბსოლიტურად განსხვავდება ფსიქოლოგიური მახასიათებლებით ერთმანეთისგან. ქართველები ამპარტავნი და მძაფრად ემოციური ხალხი ვართ და აქ ჩასძახის ეგო -,,სხვამ თუ გასინჯა, მეც გავსინჯავ

რატომ გარდატეხის ასაკში?

გარდატეხის ასაკს ახასიათებს მძაფრი შთაბეჭდილებებისკენ სწრაფვა. ის ეძებს მძაფრ შთაბეჭდილებებს და სწორედ ამიტომ სინჯავს მარიხუანას, რომლითაც 5-10 წუთში იღებენ შთაბეჭდილებებს.

გონებრივ შესაძლებლობებზე მოქმედებს მარიხუანა?

გონებრივ შესაძლებლობებზე, რა თქმა უნდა, მოქმედებს. მარიხუანამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზი. ზოგს ჰგონია, რომ პირიქით, ხსნის გონებას. დიახ, რაღაც იდეები მოდის, რადგან ფსიქიკა არის სხვა მდგომარეობაში, მაგრამ ღმერთმა ყველა რესურსი ჩადო ჩვენში, რათა ფხიზელ მდგოარეობაშიც ჩვენ გავხსნათ ის რესურები რაც გვაქვს თუ ფსიქიკას სწორედ განვავითარებთ.

რა არის საჭირო მარიხუანაზე დამოკიდებულების მოსახსნელად?

ხანგრძლივი ფსიქოთერაპია, პირველ რიგში, სჭირდება ადამიანს. ასევე აუცილებელია გადავიდეს ჯანსაღი ცხოვრების წესსზე. ძალიან კარგია მიწაზე მუშაობა, მიწა თავისთავად მკურნალია და მიაქვს ნეგატივი ჩვენგან. ჩამოშორდეს არასწორ გარემოს და ისწავლოს თქვას- არა.