საქართველოდან ექსპორტირებულია 4466 ტონა თხილი - ნახეთ რომელ ქვეყანაში რამდენი ტონა ქართული თხილი გავიდა


24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 4, 466 ტონა თხილი.

ქართული თხილის საექსპორტო ბაზრებს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს და საექსპორტო მონაცემები ასე გამოიყურება: გერმანია (1392,9 ტონა), იტალია(808,8 ტონა), ჩეხეთი (280,3 ტონა), ესპანეთი (165 ტონა), პოლონეთი (192 ტონა), საფრანგეთი (125 ტონა), ლიეტუვა (143.7 ტონა), საბერძნეთი (34,7 ტონა), ავსტრია (22 ტონა), ესტონეთი (22 ტონა) და ლატვია (21 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი (255,8 ტონა), რუსეთი (268.0 ტონა), უკრაინა (83,7 ტონა), ბელარუსი (102.5 ტონა), ბრაზილია (74,0 ტონა), მექსიკა (53,0 ტონა) და დიდი ბრიტანეთი (22 ტონა).

წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფრომაციით, სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.