ნიკოლოს ბასილაშვილი ტიაგო მონტეიროს დაუპირისპირდა


საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ბრაზილიელს აქამდე არასოდეს შეხვედრია და ეს მათი პირველი დაპირისპირება იქნება.

ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე ჩემპიონის ტიტული ვერ დაიცვა და პირველივე წრეში ესპანელ ბაუტისტა-აგუტისთან გამარჯვება ვერ მოიპოვა.

მონტეირო იტალიაში ჩელენჯერის ტურნირზე გამოდის და საფრანგეთის ღია პირველობაზე მისი დასრულების შემდეგ გადაერთვება.

„როლან გაროსს“ მონტეირო 89-ე, ბასილაშვილი კი 33-ე ჩოგნის სტატუსით დაიწყებს.