პროექტი - ,,ფოტოგრაფები საქართველოსთვის"


პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი ,,ფოტოგრაფები საქართველოსთვის" დაიწყო.

ფოტოგრაფები, აჭარაში გამართული ტურის შემდეგ, ხევსურეთსა და სამეგრელოს ეწვივნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: "ტურების შედეგად უკვე მომზადდა ულამაზესი ფოტომასალა, რომელიც ქვეყნის ტურიზმის პოტენციალს ასახავს და რომელსაც შიდა და საერთაშორისო კამპანიების დაგეგმვისას გამოვიყენებთ," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობილი ფოტოხელოვანი გიორგი შერმაზანაშვილი აღნიშნავს, რომ პროექტი ძალიან კარგად არის ორგანიზებული და ფოტოგრაფებისთის კარგი შესაძლებლობაა თავის გამოსაჩენად.

ცნობისთვის, პროექტის მიზანია ერთობლივი ძალებით შიდა ტურიზმის სტიმულირება.