პროდუქტები, რომლებიც შეუმჩნევლად ასუქებენ


ბევრი ადამიანი ჩივის, რომ ცოტას ჭამს, მაგრამ სუქდება. დიეტოლოგებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ის საკვებია, რასაც ყოველდღიურად მივირთმევთ და შეუმჩნევლად ვსუქდებით.

1. კონსერვირებული წვენი

ალუბლის და ჟოლოს საზაფხულო კომპოტი (11 თვიდან) - mshoblebi

ბავშვობიდან ვიცით, რომ წვენი არა მარტო გემრიელია, არამედ სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც. წყალში გასახსნელ წვენებს ეს არ ეხება. 350-გრამიანი ყურძნის წვენი შეიცავს 58 გრამ შაქარს, ვაშლის წვენი - 39 გრამს და ალუბლის - 37 გრამს.

2. კეტჩუპი

როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კეტჩუპი სახლის პირობებში

მარილიანი კეტჩუბი, რომელიც ყველას გვიყვარს, მაინც შეიცავს შაქარს. 100 გრამ კეტჩუბში 20-30 გრამამდე შაქარია. რა თქმა უნდა, ერთ ჭამაზე არავინ ჭამს მთელ ბოთლ კეტჩუბს, მაგრამ წარმოგიდგენია, რამდენი ზედმეტი ცხიმი გროვდება ჩვენს სხეულში ერთ თვეში ან ნახევარ წელიწადში?!

3. ენერგეტიკული სასმელი

რა უნდა გააკეთო, თუ გეძინება, მაგრამ ბევრი სამუშაო გაქვს? ენერგეტიკული სასმელი, მართლაც მოგანიჭებს გარკვეულ სიმხნევეს, თუმცა ის არცთუ ისე სასარგებლოა ჩვენი სხეულისთვის. შესამჩნევად იმატებს არტერიული წნევა და შაქრის დონე ჩვენს სისხლში. ენერგეტიკული სასმლის ერთ ქილაში დაახლოებით 27 გრამი შაქარია, რაც 5 კოვზ შაქარს უდრის. მისი დიდი დოზით მიღება აუცილებლად მოგამატებინებს წონაში.

4. ყავასამი - ერთში

ხნსნადი თუ ნალექიანი ყავა - ეს აუციელებლად უნდა იცოდეთ

როდესაც ყავის მომზადების დროც კი არა გაქვს, ერთჯერადი ყავა შესანიშნავი გამოსავალია! თუმცა 20-გრამიანი შეფუთვა 70 კილოკალორიას შეიცავს. ამიტომაც სჯობს, ყავა შენით მოამზადო და თავიდან აიცილო ზედმეტი კალორიები.

5. ნუტელა

მსოფლიოს საყვარელი საუზმეანუტელა“, რომელიც ძალიან კალორიულია, შედგება 70% ცხიმისა და შაქრისგან. სულ რაღაც 2 სუფრის კოვზი ნუტელა შეიცავს 200 კილოკალორიას.

6. M&M

M&M Mini Baking Bits 5lb Bag

რა უნდა გვიქნას პატარა შოკოლადის ბურთულებმა? უნდა გაწყენინოთ - 100 გრამი M&M შეიცავს 472 კილოკალორიას! რაც შეეხება შაქარს, პატარა სტანდარტული 45-გრამიანი შეფუთვა, დახლოებით 6 ჩაის კოვზ შაქარს შეიცავს.

7. გაზიანი სასმელები

რა ხდება ორგანიზმში გაზიანი სასმელების დალევის შემდეგ

ყველას გვიყვარს ეს სასმელები, ისინი კლავენ წყურვილს და გვიქრობენ შიმშილის გრძნობას. მაგრამ ეს ეფექტიც მალე ქრება და 10-15 წუთში კვლავ გვშია და გვწყურია. შეუმჩნევლად, ორგანიზმში გროვდება ზედმეტი კალორიები, რომლებიც შემდეგ წელის არეში გამოჩნდება ხოლმე. პატარა პეპსის ქილა (0.33), შეიცავს 8 ჩაის კოვზ შაქარს, ხოლო ასეთივე კოკა-კოლის ქილა- 7.

8. შოკოლადისბატონები

ყველაზე მავნე პროდუქტები, რომლების ჭამაც არ ღირს! - mshoblebi

შოკოლადისბატონებიშესანიშნავი წასახემსებელი საშუალებაა, როდესაც გვშია. დღეს ერთიბატონი“, ხვალ მეორე, ზეგ კი ვეღარ ვეტევით ჩვენს საყვარელ ჯინსში. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ მსგავსი შოკოლადისბატონებისავსეა ნახშირწყლებით და შაქრით. ერთი 55-გრამიანი ბატონი შეიცავს 27,5 გრამ შაქარს, რაც დაახლოებით 5-6 კოვზია.

9. იოგურტი

იოგურტი მაღალი წნევისგან დაგიცავთ? - რეიტინგი

ხშირად დიეტოლოგებიც კი გვინიშნავენ იოგურტს, კეფირსა და ხაჭოს. თუმცა ისინი ამაში მოიაზრებენ ნატურალურ პროდუქტებს, ყველანაირი დამატებების გარეშე. ის იოგურტები, რომელსაც ჩვენ ვიძენთ მაღაზიაში დაახლოებით 6 კოვზ შაქარს შეიცავს.

10.დაშაქრული ბურღული

Უნდა ჭამეთ მარცვლეული საუზმე თუ დიაბეტი გაქვთ?

სპორტული, გამხდარი გოგონები, ბურღულეულის რეკლამაში, ყოველთვის გვარწმუნებენ, რომ მათნაირ ფორმაში ყოფნისათვის ბურღულეული დაგვეხმარება. ჩვენც ყოველ დილით მივირთმევთ მას, ვასხამთ რძეს და ვიწყებთ დატვირთულ დღეს. სინამდვილეში სტანდარტული ბურღულეულის რაციონი (ნახევარი ფიალა), შეიცავს 37 გრამ შაქარს, დაახლოებით 7 კოვზ შაქარს, რაც აღემატება მთლიანი დღის შაქრის რაციონს.