საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 66-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 472 პირს დაუდასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 10225-ს შეადგენს.