Teston.ge -ის დამფუძნებელი: „მოსწავლე, რომელიც ჩვენს ტესტებს აკეთებს ყველანაირ გამოცდას უპრობლემოდ ჩააბარებს“


ტესტონი არის პროექტი, რომელიც შექმნილია სკოლის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის. საიტზე ყოველკვირეულად იდება უნიკალური ტესტები შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქართული, ინგლისური და ისტორია.

ტესტები, რომელიც იდება Teston.ge-ზე შექმნილია სპეციალურად საიტისთვის, თანხვედრაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და გათვლილია V_დან XII კლასის მოსწავლეებისთვის.

პირველი ოქტომბრიდან ტესტონმა ოფიციალურად დაიწყო მუშაობა და როგორც პროექტის დამფუძნებელმა გიორგი ვეფხვაძემ აღნიშნა, უმოკლეს დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის.

უფრო დეტალურად Teston.ge-ს შესახებ გიორგი ვეფხვაძე გვესაუბრება.

1) როდის შეიქმნა ტესტონი?

ტესტონის იდეა ბევრად ადრე გაჩნდა ვიდრე ხალხი შეიტყობდა მის შესახებ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა საქმეს, მასაც დრო სჭირდებოდა, არ არის მარტივი ასეთი საიტის აწყობა, ტესტების შექმნა და სხვა სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც 2 კვირაში ათას რეგისტრირებულ მომხმარებელს გადავცდით, მათი რაოდენობა კი ყოველდღიურად იზრდება.

2) როგორ გაჩნდა პროექტის შექმნის იდეა?

ტესტონის შექმნის იდეა კოვიდ 19-ის გამოჩენამდე გვქონდა, გვინდოდა რაიმე კარგი სასწავლო პროექტის გაკეთება, მაგრამ წლევანდელი კარანტინის, სკოლების დაკეტვისა და ბავშვების ონლაინ სწავლებაზე გადასვლის გამო ონლაინ ტესტებისა და გამოცდების აუცილებლობაც დავინახეთ.

შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობდით გაზაფხულიდან მოყოლებული სწრაფად შეგვექმნა საიტი, ჩვენმა ტექნიკურმა ჯგუფმა უმოკლეს დროში შეძლო და შექმნა გამართული პლატფორმა.

3) რა არის პროექტს მიზანი?

იდეის შექმნის დღიდან პროექტის მიზანი ერთადერთი იყო, გამოგვევლინა ყველაზე ჭკვიანი სკოლის მოსწავლეები და წაგვეხალისებინა ისინი.

ჩვენი საიტი შეიცავს უნიკალურ კონტენტს, რომელიც სპეციალურად ტესტონისთვის იქმნება და სხვაგან მსგავს ტესტებს ვერსად ნახავთ.

ყოველი კლასის ტესტი სკოლის პროგრამაზეა მორგებული და შესაბამისად ამა თუ იმ კლასის მოსწავლე, რომელიც ჩვენს ტესტებს აკეთებს პირველი რომ თავის თავს ცდის განვლილ მასალაში და მეორე, რომ ყველანაირ გამოცდას უპრობლემოდ ჩააბარებს.

ასევე აბიტურიენტებისთვის გვაქვს სპეციალური ტესტები, რომლებიც მაქსიმალურად მიახლოვებულია ეროვნულ გამოცდებთან, ფაქტობრივად მათთვის ეროვნული გამოცდების გენერალური რეპეტიციაა ყოველკვირეულად.

პლუს ამას ,იმითაცაა ჩვენი პროექტი უნიკალური, რომ ბავშვი თავიდანვე ეჩვევა კომპიუტერთან ტესტების კეთებას, რაც შემდგომში ძალიან დაეხმარება მას გამოცდების ჩაბარებაში.

გვჯეროდეს წარმატების - განათლება პრიორიტეტია.