თბილისის დინამოს ორი ფეხბურთელი დაემატა


დავით სხირტლაძემ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე, ესპანელმა ფორვარდმა კარლოს კასტრომ კი 2022 წლამდე გააფორმა.

სხირტლაძეს კარიერის დიდი ნაწილი დანიის „ორჰუსში“ აქვს გატარებული. თამაშობდა „სილკებორგში“, სლოვაკეთის „ტრნავაში“, ლატვიის „რიგასსა“ და პოლონეთის „არკაში“.