საქართველოს ფეხბურთხელთა ნაკრები ბელარუსის ეროვნულ გუნდს შეხვდება


დღეს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის ეროვნულ გუნდთან შეხვედრას გამართავს. თამაშს მასპინძლები სერიოზული დანაკლისით ხვდებიან - მათ ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება.

გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელები ფინალში გავლენ, სადაც ჩრდილოეთ მაკედონია - კოსოვოს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. საქართველო - ბელარუსის თამაში დღეს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება .