როგორ მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტილებები?


დაახლოებით 3-4 ათწლეულია რაც დედამიწაზე მივაღწიეთ ზღვარს, რომელიც უკან მობრუნების უკანასკნელ წერტილთან ყველაზე ახლოა.

მალე მდგომარეობის გამოსწორების საშუალება, ფაქტობრივად, აღარც გვექნება. ხოლო, რა იქნება ამ წერტილის შემდეგ, ძალიან რთული განსასაზღვრია, მაგრამ ვარაუდებიც კი ფრიად საზარელია.

მას შემდეგ, რაც სარეკლამო ინდუსტრია და მარკეტინგი სულ სხვა სიმაღლეებზე ავიყვანეთ, კონსუმერიზმი (იმპულსური მომხმარებლობა) ერთგვარ დაავადებად, გნებავთ, უკონტროლო ქცევად ჩამოყალიბდა.

ვყიდულობთ იმიტომ, რომ გვანახეს, დაგვარწმუნესკარგია, ლამაზია, კომფორტულია და .. მაგრამგვჭირდება თუ არა ეს მახასიათებელი შეფასების სკალიდან საერთოდ ამოვარდა.

როგორ? რატომ? საიდან დავიწყო?

ასეთ ქცევას ომები და ეკონომიკური კრიზისებიც განაპირობებს. უკანასკნელ 60 წელიწადში დედამიწამ იმდენი რყევა და კრიზის გამოირა, რომ ერთგვარ შემგროვებლობას ჯერ ვერაფერს ვუხერხებთ.

არა მხოლოდ უფროსი თაობის, არამედ მილენიალების გონებაშიც კი, ერთგვარი ღილაკი ზის – “რამეში გამოდგებაანეგდოს რადა ამის გამო, ახლის ყიდვისას არ ვუფიქრდებით არც მარაგებს, არც რესურსებს, არც გარემოზე გავლენას და არც რამე სხვა მოცემულობას.

ამასთანავე, უფრო მეტი ადამიანი ახერხებს მინიმალური შემოსავლის მიღებას ადრეულ ასაკში, რაც თვითდამკვიდრების ნაწილი ადვილად ხდება და მათ მიერ თვითიდენტიფიკაცია ნივთების, ტანსაცმლისა თუ მოხმარებული საკვების/ბრენდების საშუალებით ხდება.

ახლა კი, კონკრეტულ პუნქტებზე გადავიდეთ.

რაზე უნდა დაფიქრდეს ადამიანი ნებისმიერი ნივთის შეძენისას, იქნება ეს ტანსაცმელი, ავეჯი, აქსესუარი, გაჯეტი თუ საკვები:მაქვს თუ არა უკვე რამე მსგავსი,ნამდვილად გამოვიყენებ თუ არა,მინდა თუ რეკლამის გავლენის ქვეშ ვარ,რეალურად ღირებულია ეს ნივთი, თუ თვითდამკვიდრებისთვის, უფრომინდა”- იმიჯის ნაწილად ვხედავ,რამდენად ხარისხიანია ეს ნივთი,არის თუ არა ამ ნივთის სარგებელი მასში გადახდილი ფასის შესაბამისი,მაქვს თუ არა ადგილი ახალი ნივთისთვის.

ხანდახან, ყიდვამდე ერთი კვირა მოსაფიქრებელი დროის აღება ძალიან კარგად ჩვევაა. თუ ეს ნივთი 7 დღის თავზეც ისევე კოკისპირულად გინდა, ესე იგი მართლაც გამოიყენებ და მაშინ ყიდვა გამართლებულია. ხოლო, თუ სურვილი განელდება, ესე იგი ეს იმპულსური ქმედებაა და შესაბამისად, მისი ყიდვა საჭიროებას არ წარმოადგენს.

ასევე, მნიშვნელოვანია, იმაზე დაფიქრება, თუ რამხელა ბუნებრივი რესურსი იხარჯება თითოეულ ნივთზე და ვახალისებთ თუ არა ჩვენ არაეკოლოგიურ, მავნებელ და საშიშ პროცესს.

რას უნდა მიაქციო ყურადღება და რა არის მნიშვნელოვანი?

პირველ რიგში, იარლიყებზე შემადგენლობის კითხვიდან დაიწყე. გაეცანი ყველაზე ტოქსიკურ ინგრედიენტებსა და გარემოსთვის ყველაზე საზიანო რესურსების სიას.ბოლომდე, სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მოიხმარე ის, რაც უკვე გაქვს და მხოლოდ შემდეგ განიხილე ახლის ყიდვა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გააზრებული ქმედება, რაც შეგიძლია პირველ რიგში დანერგო. კი, ძნელია გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ეს შენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯამრთელობაზე და მომავალ თაობებზე სასიცოცხლო მნიშვნელობის გავლენას ახდენს.