საქართველოს ნაკრები მესამე ტურის შეხვედრას დღეს პოლონეთში გამართავს


ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა ქალაქ ტიხის სტადიონზე დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. საქართველო სომხეთის ნაკრებს შეხვდება.

საქართველოს ნაკრები შეხვედრის მასპინძელ ქვეყანაში მატჩამდე ერთი დღით ადრე გაემგზავრა. გუნდი თბილისიდან ქალაქ კატოვიცეში ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა.

მატჩამდე 24 საათით ადრე, საქართველოს ნაკრებმა ქალაქ ტიხის ცენტრალურ სტადიონზე ერთი საათის განმავლობაში ივარჯიშა. პოლონეთში გუნდი 25 ფეხბურთელთან ერთად იმყოფება. გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე და გიორგი ჩაკვეტაძე სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ დაგეგმილ შეხვედრებს ტრავმის გამო მონაწილეობას არ მიღებენ.