3 რჩევა, როგორ დავიბრუნოთ ენერგია


პანდემიამ ადამიანების ცხოვრებაში ნამდვილად ბევრი რამ შეცვალა. განსაკუთრებით კი ემოციურად. გაზრდილმა საზოგადოებრივმა წნეხმა, მონიტორთან გატარებულმა დღეებმა, დისტანციურად მუშაობამ და ცხოვრების ბალანსის გაქრობამ ადამიანთა უმრავლესობა გამოფიტვამდე მიიყვანა.

უკანასკნელი კვლევების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასაქმებულთა 54% სწორედ გადაღლასა და გამოფიტვას უჩივის.

გაეცანით 3 რჩევას, როგორ დაიბრუნოთ ენერგია და ხალისი, როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში.

1. სიმშვიდის შეგრძნება

ცხოვრების ამ ეტაპზე, ადამიანთა უმრავლესობა შფოთვით, ბრაზითა და შიშითაა აღსავსე. ეს ემოციები სხეულს როგორც გონებრივ, ასევე ფიზიკურ გამოფიტვას უწყობენ ხელს. ამიტომ აუცილებელია ემოციური ბალანსი, რათა სტრესი ადვილად დაძლიოთ. იოგა, ფიზიკური აქტივობები, აუდიო და ვიზუალური თერაპიები ნამდვილად დაგეხმარებათ გონების გადატვირთვაში. 20 წუთის განმავლობაში გასეირნებაც კი შვებას მოგიტანთ!

2. საკვები

Eat Healthy While Working From Home - Dietician Warsaw

გამოფიტვის დროს ძალიან მნიშვნელოვანია გამოკვებოთ გონება. ცხიმების, პროტეინებისა და ნახშირწყლების ჯანმრთელი მიქსი სასიცოცხლო ენერგიის წყაროა.

მიიღეთ მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული და თხილეული. დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი. უარი თქვით ალკოჰოლზე. მოერიდეთ ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა თეთრი პური, თეთრი ბრინჯი, შაქრიანი სასმელები და სხვა სახის მავნე საკვები. ნუ მიირთმევთ დაძინებამდე 4 საათით ადრე.

3. მცირე შესვენებები

Young redhead curly woman working with her laptop showing a timeout  gesture. | Premium Photo

დანერგეთ მცირე შესვენებების პრინციპი მუშაობისას. ყოველი 1.5-2 საათი მუშაობის შემდეგ, ორგანიზმი დასვენებას ითხოვს. ეს გამოიხატება წყურვილისა და შიმშილის, კონცენტრაციის დაკარგვის შეგრძნებით. ამიტომ, გამოეთიშეთ სამუშაოს და შეისვენეთ 10-20 წუთი.

მუსიკის მოსმენა, სეირნობა, სერიალის ყურება - გააკეთეთ ნებისმიერი რამ, რაც თქვენს გონებას სრულად გათიშავს სამსახურეობრივი საქმიანობებისგან.