მიხეილ სააკაშვილი: ,,მათ ამოძრავებთ შიში და სიძულვილი, მე მამოძრავებს სიყვარული"


საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებეს, სადაც ათენში შეხვედრაზე მისულ ქართველ ემიგრანტებს მადლობას უხდის.

,,მე დღეს საქართველოს ნაწილს ჩავეხუტე და სულ მალე ვაპირებ სრულიად საქართველოს ჩავეხუტო.

მათ ამოძრავებთ შიში და სიძულვილი, მე მამოძრავებს სიყვარული, ამიტომ შეუპოვრობა და გამბედაობა, როცა საქმე ეხება სიყვარულს.

ათენში დღევანდელ შეხვედრაზე მოსული თითოეული ქართველი ემიგრანტით ვამაყობ!

მადლობა სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის!

ჩვენი გამარჯვება სულ ახლოსაა!

ერთად სამშობლოში!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.