ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა


ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი ქვეითიც დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.