ნახეთ რამდენი საარჩევნო ასაკის მქონე პირია ქვეყანაში - ცესკომ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო


ცესკომ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო. 15 ოქტომბრის მდგომარეობით, არსებული პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა ცესკოს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს გადასცეს.

ახალი მონაცემებით, ქვეყანაში 3 558 291 საარჩევნო ასაკის მქონე პირია. მონაცემები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დამუშავდება და უახლოეს მომავალში ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობა დადგინდება.