კორონავირუსი რეგიონებში - ნახეთ რომელ რეგიონში რამდენი შემთხვევა გამოვლინდა


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

,,ყველაზე მეტი დღეისათვის გახლავთ თბილისში, 397 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, აჭარაში ცოტა შემცირდა და გახლავთ 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა, იმერეთშიც მოიმატა და გახლავთ 232 ახალი შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში თითქმის სტაბილურია, იყო 22 და დღეს არის 27 შემთხვევა, ქვემო-ქართლში გახლავთ 20, შიდა ქართლში გახლავთ 14, მცხეთა-მთიანეთში არის 15 ახალი შემთხვევა, კახეთში გახლავთ 13 ახალი შემთხვევა, სამცხე-ჯავახეთში არის 8და ყველაზე ცოტა, 6 შემთხვევა არის გურიაში," - განაცხადა მარინა ენდელაძემ.