სოსო ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს და კვერცხები დაუშინეს - მკლავჭიდის ფედერაციაში გამგეობის სხდომა ჩაიშალა


დღეს დილით საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში გამგეობის სხდომა იყო ჩანიშნული, თუმცა შეხვედრა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა.

ფედერაციის პრეზიდენტს სოსო ჯაჭვლიანს ნაკრების მწვრთნელები და მკლავჭიდელების ნაწილი დაუპირისპირდა.

,,ბომონდ გარდენში მისულ რამდენიმე ათეულ სპორტსმენს ადგილზე დაცვა დახვდა, რომელიც მათ სხდომაზე არ უშვებდა, მათი თქმით, ეს სოსო ჯაჭვლიანის მოთხოვნით ხდებოდა. მკლავჭიდელებმა სხდომაზე შესვლა მაინც შეძლეს , სადაც სოსო ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს, ასევე ისროლეს კვერცხები.

სპორტსმენები სოსო ჯაჭვლიანს მოუწოდებდნენ რომ თანამდებობა დაეტოვებინა.

გამგეობის სხდომა ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო, მკლავჭიდელები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.