,,მაქვს თუ არა "კოვიდი" დადასტურებული?” – მამუკა მდინარაძე facebook-ზე პოსტს აქვეყნებს


მამუკა მდინარაძე საკუთარ facebook გვერდზე სტატუს აქვეყნებს. მისი თქმით, ,,კოვიდი“ დადასტურებული არ აქვს. თუმცა, თვითიზოლაციაშია და სახლიდან აგრძელებს მუშაობას.

,,რამდენიმე კითხვაზე მომიწია პასუხის გაცემა:

1. მაქვს თუ არა "კოვიდი" დადასტურებული?

არა. მე და ნინო წილოსანი (რომელსაც გუშინ დაუდასტურდა ვირუსი), სამი დღის წინ, 15-20 წუთით შევხვდით ერთმანეთს ჩვენ საერთო მეგობართან, რის გამოც გადავედი თვითიზოლაციაში და სახლიდან ვაგრძელებ მუშაობას, - არანაკლები ინტენსივობით, როგორც აღმოჩნდა

2. ვიყავით თუ არა სუფრაზე ბოლო პერიოდში რომელიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად?

არა, თუმცა დაახლოებით ორი წლის წინ, "ვესტმინსტერი" მიწვევით, ვიზიტით ვიყავით ლონდონში, სადაც ერთ-ერთ საღამოს ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა პაბში, არაფორმალურ გარემოში, ვახშამზე დაგვპატიჟა, სადაც "ქართული ოცნების" ხუთ თუ ექვს წარმომადგენელთან ერთად დაპატიჟა ირაკლი აბესაძე, რომელიც ასევე იყო დელეგაციის წევრი.

სწორედ იქ არის გადაღებული ის "სუპერსკანდალური" ვიდეო, რომელიც, "პატრიოტთა ალიანსმა", არც მეტი და არც ნაკლები,

თავის სარეკლამო კლიპში გამოიყენა.

მე კი ძალიან მიხარია, რომ ქართულ სიმღერაზე მეტი "კომპრომატი" ოთხი წლის განმავლობაში ვერავინ აღმომიჩინა, მაგრამ ამაზე მეტი სიბნელე და ფსკერი მართლა ვერ წარმომიდგენია,“- წერს მდინარაძე.