გორის მეოთხე ბაღში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა- მას ბავშვებთან კონტაქტი ჰქონდა


გორში, მეოთხე ბაგა-ბაღში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ცნობილია, აღმზრდელს ბავშვებთან კონტაქტი ჰქონდა. ბაღის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადადის.

ამ დროისთვის, ნომერ 4 ბაღში ეპიდემიოლოგები ჯერ არ მისულან. ადგილზე არ იმყოფებოდა არც ბაღის დირექტორი.