განათლების მინისტრი: ,,სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები სწრაფ კურსს გაივლიან და COVID-19-თან ბრძოლის პროცესში ჩაერთვებიან“


უწყებათაშორის საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს და მათგან სამედიცინო პერსონალის რეზერვი შეიქმნება, ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა განაცხადა.

"გაივლიან სწრაფ კურსს, იმისთვის რომ შეიქმნას ერთგვარი სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში და დაეხმარებიან ექიმებს," - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.