ამირან გამყრელიძე: ,,დღეს ჩვენ ომში ვართ, ამიტომ, როცა საჭიროა, უნდა მოხდეს სრული მობილიზება სამედიცინო პერსონალის და სტუდენტების“


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, COVID19-ის პრევენციის მიზნით მობილიზებას მოახდენენ სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალი კურსის სტუდენტების, რეზიდენტებისა და იმ მედპერსონალის, რომლებიც დღეისთვის დასაქმებულები არ არიან.

„რეკომენდაცია იყო იმის შესახებ, რომ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ სამედიცინო ქსელის მობილიზება. აქ შედიან ჩემი ის კოლეგები, რომლებიც დღეს დასაქმებულები არ არიან, ასევე მაღალი კურსის, მე-5 და მე-6 კურსის სტუდენტები და რეზიდენტები. (ანუ ლაპარაკია ელემენტარული სამედიცნო განათლების მქონე ადამიანებზე) დღეს ჩვენ ომში ვართ. ისტორია კარგად მაქვს ნასწავლი და მე-2 მსოფლიო ომში მე-4 კურსის სტუდენტები მიჰყავდათ. პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ, ამიტომ, როცა საჭიროა უნდა მოხდეს სრული მობილიზება, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის და მათ შორის, სტუდენტების. „ქოლ-ცენტრითმართვა, ადამიანის დარიგება, რეკომენდაციების მიცემა თავისუფლად შეიძლება. ამიტომ, მოკლე კურიკულუმია შედგენილი სტუდენტების გადამზადებისთვის, ანუ რა ძირითადი პრინციპები უნდა იცოდნენ მათ კოვიდზე. დარწმუნებული ვარ, რომ ექიმთა ასისტენტებად ისინი თავისუფლად იმუშავებენ“,- განაცხადა გამყრელიძემ.