ვფიქრობთ, კორონავირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას გვექნება - ამირან გამყრელიძე


„ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა. პროგნოზირების სხვადასხვა მოდელის გამოყენებით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ძირითადად ვეყრდნობით სამ მოდელს, ვფიქრობთ, პიკი გვექნება სადღაც ნოემბრის მეორე, მესამე კვირას, ამიტომ ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, - ამირან გამყრელიძემ,ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. როგორც,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, ამ დროისთვის პროცესი მართვადია.

შეგახსენებთ,რომ ამ დროისთვის საქართველოში Covid-19-ს 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.