ლიეტუვას საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა


ლიეტუვას საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტია "სამშობლოს კავშირმა" გაიმარჯვა. "სამშობლოს კავშირმა" 141-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 49 მანდატი მოიპოვა.

პარტია საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას "ლიბერალურ მოძრაობასთან" და "თავისუფლების პარტიასთან" ერთად განახორციელებს.