ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტს კორონავირუსი დაუდასტურდა


საქართველოს წმინდა სინოდის წევრს ,ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტ სტეფანეს,კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ,საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს.

მისი თქმით, მიტროპოლიტ სტეფანესთან კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

მიტროპოლიტი სტეფანე ერთ-ერთი იმ მეუფეთაგანი იყო, რომელიც აცხადებდა,რომ ზიარების წესთან დაკავშირებით ახალი გარემოება არასდროს იქნებოდა.