გოჩა ენუქიძეს COVID-19 დაუდასტურდა


ძვირფასო ლეჩხუმლებო, რაჭველებო, სვანებო! მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში, - ამის შესახებ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე Facebook-ზე წერს.

თავს კარგად ვგრძნობს და ელოდება ღირსეულ გამარჯვებას.

„განსაკუთრებით, ბოდიში მინდა მოვუხადო ლეჩხუმლებს, ვინაიდან სწორედ მათთან ერთად უნდა დამესრულებინა ჩემი წინასაარჩევნო კამპანია.

მეგობრებო, თავს კარგად ვგრძნობ და თქვენთან ერთად ველოდები ღირსეულ გამარჯვებას.

წინ უფრო დიდი გამოწვევებია, რომელსაც ასევე ღირსეულად ვუპასუხებთ.
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!“, - განაცხადა გოჩა ენუქიძე.