ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას


საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ერთი რამ ფაქტია: ოპოზიცია დასავლეთთან ურთიერთობაში ინიციატივას ფლობს. „ქართული ოცნების“ ლიდერების მცდელობას, ეს მდგომარეობა გამოესწორებინათ, შედეგი არ მოჰყვა. ვხედავთ, რომ ვაშინგტონის ტონი სულ უფრო მკაცრი ხდება და სულ უფრო და უფრო ძნელია, ჩვენი ხელისუფლების მიმართ გამოთქმული შენიშვნები ცალკეულ პოლიტიკოსთა აზრად იქნას შეფასებული.

ცალკეულ განცხადებებში ივანიშვილის რუსულ კავშირებზე ლაპარაკია, როგორც ფაქტზე. მას შემდეგ, რაც პუტინმა ეჭვქვეშ დააყენა „ცივი ომის“ შედეგები, ეს აზრი უკვე სერიოზულ ფაქტორად შეიძლება იქცეს.

ერთი რამ ფაქტია: ოპოზიცია დასავლეთთან ურთიერთობაში ინიციატივას ფლობს. „ქართული ოცნების“ ლიდერების მცდელობას, ეს მდგომარეობა გამოესწორებინათ, შედეგი არ მოჰყვა. ვხედავთ, რომ ვაშინგტონის ტონი სულ უფრო მკაცრი ხდება და სულ უფრო და უფრო ძნელია, ჩვენი ხელისუფლების მიმართ გამოთქმული შენიშვნები ცალკეულ პოლიტიკოსთა აზრად იქნას შეფასებული

ივანიშვილმა ვერ შეძლო შეექმნა ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც მისი აქტიური როლის გარეშე შეძლებდა ქვეყნის მართვას, შეძლებდა მოდერნიზაციას იმ ძალადობრივი მეთოდების გარეშე, რომელსაც წინა ხელისუფლება მიმართავდა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მან ვერ შემოიკრიბა ისეთი ადამიანები, ვინც ამგვარი ბრალდებებისაგან იხსნიდა. სურვილიც რომ არ ჰქონდეს, ის იძულებულია, პროცესებში ჩაერიოს.

ზედმეტად ბევრმა ადამიანმა ააგო თავისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები მის ავტორიტეტზე და, შესაბამისად, ბევრისთვის მისი პოლიტიკიდან წასვლა ყველაფრის დაკარგვას ნიშნავს და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს არ მოხდეს.

ცალკეულ განცხადებებში ივანიშვილის რუსულ კავშირებზე ლაპარაკია, როგორც ფაქტზე. მას შემდეგ, რაც პუტინმა ეჭვქვეშ დააყენა „ცივი ომის“ შედეგები, ეს აზრი უკვე სერიოზულ ფაქტორად შეიძლება იქცეს

შედეგი კი ის არის, რომ უცხოელი დამკვირვებლისათვის სიტუაცია შეიძლება აღიწეროს, როგორც ოლიგარქის მმართველობა მთელი თავისი შედეგებით - კორუფციით, დემოკრატიული განვითარების დამუხრუჭებით და ა.შ. ყველაფერ ამას დავამატებდი იმასაც, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველივე წლებში „ქართული ოცნების“ ორბიტიდან განდევნილი იქნენ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას განასახიერებდნენ და ეს, ცხადია, შეუმჩნეველი არ დარჩა.

შეუმჩნეველი არც ისაა, თუ რა კავშირია პრორუსულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. ასე რომ, ვფიქრობ, აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის გადაწყვეტილება მხოლოდ ოპოზიციის აქტიურობის შედეგი არ არის.

შეუმჩნეველი არც ისაა, თუ რა კავშირია პრორუსულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. ასე რომ, ვფიქრობ, აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის გადაწყვეტილება მხოლოდ ოპოზიციის აქტიურობის შედეგი არ არის

- ისინი ვისაც სავარაუდოდ არ მოეწონება თქვენი მსჯელობა და პასუხი, ჩვენს საუბარს ახლა რომ უსმენდნენ იტყოდნენ - ამერიკამ თავის თავს მიხედოს და ჭკუას ნუ გვასწავლის!

ის, რომ ამგვარი მოსაზრებები ჩვენში გარკვეულ წრეებში პოპულარულია, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ იმის ფონზე, რაც ახლა აშშ-ში ხდება, ვგულისხმობ სამოქალაქო ომის ზღვარზე მიმდინარე პროცესებს, ამგვარი განწყობები მატულობს.

საინტერესოა რას ეტყოდით მათ, ვინც სიამოვნებით ქილიკობს იმაზე, რაც ახლა აშშ-ში ხდება და მუდმივად მზადაა თქვას - ამერიკამ თავის თავს მიხედოს და ჭკუას ნუ გვასწავლის?

- ამქვეყნად არც ერთ ქვეყანას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ სხვის აზრს ანგარიში არ გაუწიოს. ასეთი „ხალხური“ პოლიტიკური აზროვნებაშეიძლება გამოდგეს გაუთვითცნობიერებელი ადამიანების განწყობების სამართავად, მაგრამ რეალურ პოლიტიკაში თავად ყველაზე ძლიერი და დიდი ქვეყნებიც დიდ სახსრებს ხარჯავენ, რომ მათი საერთაშორისო იმიჯი დადებითი იყოს.

მსგავს აზრებს ან ღიად პრორუსული განწყობის ადამიანები გამოთქვამენ, ან ისინი, ვისაც არ ესმის, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ამ ენაზე არ ელაპარაკებიან. ასე მხოლოდ პუტინის პროპაგანდისტები, ჩრდილო კორეელები, ირანელები და ზოგი სხვა თუ ლაპარაკობს. თუ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ამერიკის ფინანსური დახმარება, მაშინ არც ის უნდა გაგვიკირდეს, რომ აშშ ადმინისტრაციუას აინტერესებს, თუ ვის ხელში ხვდება ეს დახმარება.

ასე მხოლოდ პუტინის პროპაგანდისტები, ჩრდილო კორეელები, ირანელები და ზოგი სხვა თუ ლაპარაკობს. თუ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ამერიკის ფინანსური დახმარება, მაშინ არც ის უნდა გაგვიკირდეს, რომ აშშ ადმინისტრაციუას აინტერესებს, თუ ვის ხელში ხვდება ეს დახმარება

- „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ - „საერთაშორისო ცხოვრების პანორამა სერიოზულად იცვლება“. სულ ცოტა ხნის წინ კი კვირისპალიტრისთვისმიცემულ ინტერვიუში ბრძანეთ - პუტინი ახლა იმპერიული რევანშის ტალღაზეა და შედეგებზე არ ფიქრობს”.

თქვენი ნათქვამი კიდევ უფრო აქტუალური ხდება იმის ფონზე, რაც რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა და პუტინს 2036 წლამდე ექნება ქვეყნის მართვის შესაძლებლობა.

ამის პარალელურად, მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის ჩვენთვისაც არასახარბიელოდ ვითარდება პროცესები მეზობელ თურქეთში. ვგულისხმობ პრეზიდენტ ერდოღანის მიერ ინიციირებულ გადაწყვეტილებას აიასოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ. ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილებებით ცვლილებებზე ორიენტირებული ათათურქის ეპოქა თურქეთში დასრულდა. პრეზიდენტი ერდოღანი მუსლიმანური სამყაროს ლიდერის მანტიის მორგებას ცდილობს.

თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთსა და თურქეთში მიმდინარე პროცესებს? და თქვენი აზრით, რა ტიპის საფრთხეებს უქმნიან მათსავე მეზობელ საქართველოს?

რუსული იმპერია მესამე რომის მესიანისტურმა იდეამ და მისით გამართლებულმა ტერიტორიული ექსპანსიის რეჟიმმა შექმნა. გარკვეული დროის განმავლობაში მესამე რომის იდეა კომუნისტურმა მესიანიზმმა ჩაანაცვლა, თუმცა კი ბოლო წლებია, კვლავ დაიბრუნეს მართლმადიდებელი იმპერიის იდეა. ესაა უცნაური სახელმწიფო, რომლისთვისაც ინტენსიური განვითარება, როგორც ამას უწოდებენ, შიდა კოლონიზაცია კვლავაც უცხო რამეაა.

ნებისმიერი მცდელობა, რუსული სახელმწიფოებრივი ცხოვრება შინაგანი განვითარების რეჟიმში გადანაცვლებულიყო, მარცხით დამთავრდა. საკმარისია, უარყოფილი იქნას ნაციონალური მესიანიზმი, რომ იმპერია მთელს თავის პასიონარულ ენერგიას შიგნით წარმართავს და რღვევას დაიწყებს.

ნებისმიერი მცდელობა, რუსული სახელმწიფოებრივი ცხოვრება შინაგანი განვითარების რეჟიმში გადანაცვლებულიყო, მარცხით დამთავრდა. საკმარისია, უარყოფილი იქნას ნაციონალური მესიანიზმი, რომ იმპერია მთელს თავის პასიონარულ ენერგიას შიგნით წარმართავს და რღვევას დაიწყებს

რუსული საზოგადოების კრიტიკულად დიდი ნაწილისათვის გაუგებარი დარჩა ლიბერალური იმპერიის იდეაც კი, სამაგიეროდ, მყისიერად გამოცოცხლდა და თავისი ხელისუფლების ირგვლივ დაირაზმა ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ, 2008 წელს საქართველოსთან ომისა და 2014 წლის უკრაინული მოვლენების შემდეგ.

პუტინისა და მისი იდეოლოგების მიერ გამოცოცხლებული „განსაკუთრებული რუსული გზისა“ და „რუსული სამყაროს“ იდეები დღეს იმპერიის მთავარ სახელმწიფოებრივ საზრისს წარმოადგენს.

ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებიც სხვა არაფერია, თუ არა ამ იდეათა ლოგიკური გაგრძელება. სამწუხაროდ, სხვა გაგრძელებებიც არის მოსალოდნელი და ამას ხელს დასავლეთში, განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებიც უწყობს. რუსული იმპერიული რევანშიზმი პროცესის გაგრძელებას მოთხოვს თავისი ხელისუფლებისაგან.

ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებიც სხვა არაფერია, თუ არა ამ იდეათა ლოგიკური გაგრძელება. სამწუხაროდ, სხვა გაგრძელებებიც არის მოსალოდნელი და ამას ხელს დასავლეთში, განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებიც უწყობს. რუსული იმპერიული რევანშიზმი პროცესის გაგრძელებას მოთხოვს თავისი ხელისუფლებისაგან

დღეს პუტინი უკვე მძევალია იმ ისტორიული სტიქიებისა, რომლებიც თავადვე აღძრა და ამას სრულიად აშკარად მისი პიროვნული ბონაპარტიზმიც დაერთო. კრემლთან დაახლოებული ადამიანები მასმედიაში ადასტურებენ, რომ ოდესღაც რაციონალური პუტინი დღეს პიროვნული მესიანიზმით არის შეპყრობილი და ამ თვალსაზრისით განიხილავს თავის თავსაც და მოვლენებსაც.

დღეს ის მისტიკური ნაციონალიზმისა და მისტიკური გეოპოლიტიკის იდეის მატარებელი ფიგურაა. როდესაც რომელიმე მცირე ქვეყნის ლიდერს იპყრობს ასეთი სენი, კიდევ არაუშავს, მაგრამ საქმე გვაქვს ატომური იარაღის მფლობელი ქვეყნიერების მერვედზე გადაჭიმული ქვეყნის ერთპიროვნულ ლიდერთან. ეს უკვე მთელი კაცობრიობისათვის არის საშიში.

- ამავე კონტექსტში რას იტყოდით თურქეთში მიმდინარე პროცესებსა და პრეზიდენტ ერდოღანის ქმედებებსა და გაცხადებულ თუ ჯერაც გაუცხადებელ გეგმებზე?

- ერდოღანმა თავისი ბოლო ნაბიჯით უარი თქვა ათათურქის ცივილიზაციურ არჩევანზე და ისიც მას თანამიმდევრულად ანაცვლებს რელიგიური ნაციონალიზმით და ნაციონალური მესიანიზმით.

რელიგიური ნაციონალიზმის საფრთხეზე უკვე 90-იანი წლების დასაწყისში წერდა ცნობილი ამერიკელი რელიგიათმცოდნე მარკ იურგენსმაიერი. უკვე მაშინ იყო ცხადი, რომ მსოფლიო ლიბერალური რევოლუციისა და ისტორიის ლიბერალური დასასრულის იდეას აუცილებლად მოჰყვებოდა რეაქცია იმ კულტურების მხრიდან, რომლებისთვისაც ეს იდეები იდენტობის დაკარგვისა და გლობალისტურ ეგალიტარიზმში ჩაკარგვის თანაზომადი იყო.

დღეს ჩვენ აღმოვჩნდით სამყაროში, რომელსაც რელიგიური ნაციონალიზმისა და ლიბერალური ექსტრემიზმის პოლარობები ქმნიან. არადა, თითქოს სრულიად აშკარაა, რომ ერთიცა და მეორეც თავისუფლებისა და რელიგიის იდეათა ერთგვარ ჩიხურ ფორმებს წარმოადგენენ და საქმე არა აქვთ თავის საწყისებთან.

დღეს ჩვენ აღმოვჩნდით სამყაროში, რომელსაც რელიგიური ნაციონალიზმისა და ლიბერალური ექსტრემიზმის პოლარობები ქმნიან. არადა, თითქოს სრულიად აშკარაა, რომ ერთიცა და მეორეც თავისუფლებისა და რელიგიის იდეათა ერთგვარ ჩიხურ ფორმებს წარმოადგენენ და საქმე არა აქვთ თავის საწყისებთან

მოკლედ, ვერც თურქებმა და ვერც რუსებმა თავისი ადგილი ვერ პოვეს დასავლურ ცივილიზაციაში და ორივე იმპერიის იდეას დაუბრუნდა. მათ შორის კონფლიქტი ჯერ სირიაში და შემდეგ ლიბიაში თითქოს წარსულში გვაბრუნებს.

აია სოფიასათვის მეჩეთის სტატუსის მინიჭება სიმბოლური აქტია, რომლითაც ერდოღანმა იმპერიის იდეის რეანიმაციის შესახებ ამცნო მსოფლიოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსული მესამე რომის იდეა თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტად კონსტანტინოპოლის გათავისუფლებას გულისხმობს, ეს ფაქტი მათ შორის დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს.

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ბოლოდროინდელი კონფლიქტი, ვფიქრობ, მიმანიშნებელია. სეკულარული დასავლეთისათვის აია სოფია მხოლოდ კულტურის ფენომენია, რომელსაც მნიშვნელოვანი სიმბოლური და, უპირატესად, პოლიტიკური დატვირთვა აქვს. რუსეთისათვის ის გაცილებით მეტს ნიშნავს, ის რუსული მისტიკური გეოპოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ასპექტია.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირების გამწვავებას შეიძლება ველოდეთ, რაშიც ჩვენი საზოგადოებრივი აზრიც შეიძლება აღმოჩნდეს ჩათრეული, მითუმეტეს, რომ ჩვენს საეკლესიო წრეებში ბევრია მესამე რომის იდეის გამზიარებელი.

ვფიქრობ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირების გამწვავებას შეიძლება ველოდეთ, რაშიც ჩვენი საზოგადოებრივი აზრიც შეიძლება აღმოჩნდეს ჩათრეული, მითუმეტეს, რომ ჩვენს საეკლესიო წრეებში ბევრია მესამე რომის იდეის გამზიარებელი

ერდოღანი, ამასთანავე, ცდილობს, პოზიციონირებდეს როგორც ლიდერი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში რუსეთის საპირწონეს ქმნის და დასავლეთში ამით გაანელოს მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით გამოწვეული შეშფოთება. ეს გარკვეულ შედეგებს აუცილებლად იქონიებს. ის თითქოს ცდილობს, დააბრუნოს დიდი ხნის წინანდელი გეოპოლიტიკური სურათი, როდესაც ევროპა თურქულ ფაქტორს რუსეთის მადის დასაცხრობად იყენებდა.

ყველაფერი ეს ჩვენთვის საკმაოდ რთულ ვითარებას ქმნის და ჩვენგან ფილიგრანულ საგარეო პოლიტიკას მოითხოვს.

საკონსტიტუციო ცვლილებებირაზეც ერთი წლის წინ დაიწყო საუბარი მმართველი გუნდის ლიდერმა ივანიშვილმარაზეც შემდეგ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებმა უარი თქვესმიღებულიათან ისერომვინც ითხოვდა ცვლილებებსკენჭისყრაში მონაწილეობა არმიუღიაასევე ცვლილებები შევიდა საარჩევნო კოდექსშიმასში სრულად არამაგრამ გათვალისწინებულია ეუთო-ოდირის რეკომენდაციებიამ პროცესშიც არ მიუღია მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციის უდიდეს ნაწილსასეა თუ ისეძნელადდაგვიანებითაც კიმაგრამ მაინც შეიძლება ითქვასრომ მალეროცა არჩევნებამდე 60 დღეღა დარჩებაქვეყანის პოლიტიკური ცხოვრება საარჩევნო ფინიშისს სწორად დაადგება.

თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე ქვეყანაში არსებულ ვითარებას?

- ძალიან მოკლედ ვიტყვი - პოლიტიკური ცხოვრების სიცხოველის მიუხედავად, საზოგადოების ჩართულობა მინიმალურია. ხატოვნად რომ ვთქვა, მთელი ბატალიები სადღაც სხვაგან ხდება და არა საზოგადოებაში.

ქვეყანას უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ბევრი არჩევნები ახსოვსთქვენი დაკვირვებით, 2020 წლის არჩევნების წინ არსებული ვითარება რით ჰგავს და რით განსხვავდება ყველა წინასაპარლამენტო არჩევნებისაგან?

- ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ჯერაც 2011-2012 წლების მოვლენების ინერციაშია. ძირითადი ოპონენტები ვერ ახერხებენ ვერც თავისი იდეოლოგიური და ვერც პოლიტიკური საფუძვლების განახლებას, დაუსრულებლად იმეორებენ თავის თავს და ვერ გამოსულან ერთხელ ნათქვამისა და ერთხელ გაკეთებულის ინერციიდან. ბევრჯერ მითქვამს, რომ ესაა ჩიხი, რომლის დამძლევიც არ ჩანს.

პოლიტიკური ცხოვრების სიცხოველის მიუხედავად, საზოგადოების ჩართულობა მინიმალურია, მთელი ბატალიები სადღაც სხვაგან ხდება და არა საზოგადოებაში

დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნებში პოლიტიკურმა ძალებმა კარგად იციან ასეთი ჩიხის საფრთხის შესახებ და ცდილობენ განახლებას როგორც ახალი იდეების, ისე ახალი აქტორების მეშვეობით, რათა ამომრჩეველში განახლების მოლოდინი და ენთუზიაზმი გაჩნდეს. ჩვენთან ეს არ ხდება. ამიტომაც არ ველი, რომ მომავალი არჩევნები რამეს პრინციპულად შეცვლის.

არ ჩანს დიდი იდეა, რომელიც საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში სიცოცხლეს და ენთუზიაზმს გააჩენდა. არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას.

ძირითადი ოპონენტები ვერ ახერხებენ ვერც თავისი იდეოლოგიური და ვერც პოლიტიკური საფუძვლების განახლებას, დაუსრულებლად იმეორებენ თავის თავს და ვერ გამოსულან ერთხელ ნათქვამისა და ერთხელ გაკეთებულის ინერციიდან. ბევრჯერ მითქვამს, რომ ესაა ჩიხი, რომლის დამძლევიც არ ჩანს

ყურადღება მიაქციეთ, თუ რა სწრაფად იცვლება მსოფლიოს პოლიტიკური რელიეფი. უკვე მოხდა და ახლა ხდება ბევრი ისეთი რამ, რაც ჩვენს მომავალს განსაზღვრავს. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი კი კვლავ და კვლავ ორიოდე „საშინაო“ იდეას უტრიალებს. ღმერთმა არ ქნას, ასეთი ახლომხედველობა საბედისწერო აღმოჩნდეს ჩვენთვის.

- პრემიერმა არ გამორიცხა, რომ 2020 წლის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველ ნომერი იყოს მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.

თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ, როგორ „სპორტულ ფორმაში“ შეხვდება მმართველი გუნდი შემოდგომისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს? და თქვენი აზრით, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ სიაში ბიძინა ივანიშვილი?

- ვერ გეტყვით. არა მგონია, ივანიშვილს საარჩევნო სიაში ყოფნის სურვილი ჰქონდეს, მითუმეტეს, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე არაერთხელ მიანიშნეს, თუ რამდენად არასასურველია ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის პოლიტიკური აქტივობა.

არ ჩანს დიდი იდეა, რომელიც საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში სიცოცხლეს და ენთუზიაზმს გააჩენდა. არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდენ“ საზოგადოებას

მეორე მხრივ, როგორც ვთქვი, „ოცნებაში“ ბევრია, ვისაც ეშინია, რომ ივანიშვილის გარეშე პარტია თავის უმთავრეს პოლიტიკურ კაპიტალს დაკარგავს. პოლიტიკურმა ცხოვრებამ ჩათრევა იცის. ლუდომანიის მსგავსი ფენომენია.

ყველაზე წარუმატებელი და უპერსპექტივო პოლიტიკოსებიც კი ჯიუტად განაგრძობენ „თამაშს“ იმის იმედით, რომ ერთხელაც მათი მზე გაბრწყინდება, აღარაფერს ვამბობ იმათზე, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია დიდი წარმატება.

- ვხედავთ, რომ ოპოზიციაში, რომელიც „ლეობორისტების“ ოფისში საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვდა, შესამჩნევი დუღილია. თავიდან „ნაციონალები“ ყველას მოუწოდებდნენ ერთიანი სიით არჩევნებში მონაწილეობას, ახლა ისეთი პირი უჩანს, დიდი ალბათობით ისინი ცალკე გავლენ არჩევნებზე და აქამდე მათთან აფელირებული პოლიტიკური ჯგუფები ცალკე.

ამ ფონზე ძალას იკრებენ „ლელო საქართველოსთვის“ და ის პოლიტიკური ჯგუფები, ვისაც 1% ბარიერის გადალახვის შანსები აქვთ.

თქვენ როგორ დაახასიათებდით იმას, რაც ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ხდება?

ახალი საარჩევნო სისტემა ოპოზიციისათვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო თუნდაც იმიტომ, რომ მისი გატანით მათ გამარჯვების პრეცენდენტი შექმნეს. მეორე მხრივ, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარით მათ მნიშვნელოვნად დაკარგეს შანსი, რომ არჩევნებამდე გამარჯვებულთა კაპიტალით მისულიყვნენ.

რაც შეეხება იმას, რომ ბევრი გადალახავს საარჩევნო ბარიერს და პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი იქნება, არ უნდა იყოს ცალსახად დადებითი მოვლენა და თავისი უარყოფითი მხარეც აქვს. მრავალფეროვნება ყოველთვის არ ნიშნავს პოლიტიკური კონკურენციის გაძლიერებას და პოლიტიკურ განვითარებას.

თუ პარლამენტში მრავალფეროვნება ორი-სამი ცენტრის ირგვლივ არ დაფოკუსირდა, შეიძლება პოლიტიკური ქაოსის შემსწრე აღმოვჩნდეთ, რაც, პირველ რიგში, ხელისუფლებისათვის იქნება ხელსაყრელი.

არა მგონია, ივანიშვილს საარჩევნო სიაში ყოფნის სურვილი ჰქონდეს, მითუმეტეს, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე არაერთხელ მიანიშნეს, თუ რამდენად არასასურველია ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის პოლიტიკური აქტივობა

თუკი რაიმეა გადასალახი, ჩემი აზრით სწორედ ნეგატიური მრავალფეროვნებაა, როდესაც პოლიტიკურ პანორამას ათობით წვრილ-წვრილი პოლიტიკური წარმონაქმნი ქმნის. მმართველ ძალას არ გაუჭირდება ასეთი „მრავალფეროვნების“ სუბიექტებით მანიპულირება და საქმე მხოლოდ ფასადურ დემოკრატიასთან გვექნება.

თუ პარლამენტში მრავალფეროვნება ორი-სამი ცენტრის ირგვლივ არ დაფოკუსირდა, შეიძლება პოლიტიკური ქაოსის შემსწრე აღმოვჩნდეთ, რაც, პირველ რიგში, ხელისუფლებისათვის იქნება ხელსაყრელი

რაც შეეხება „ლელოს“, მას ჰქონდა და ჯერაც აქვს შანსი, დიდი გეოპოლიტიკური გარღვევის იდეის მატარებელი გახდეს.

1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ქვეყანამ დაჰკარგა თავისი გეოკულტურული კონტექსტი და კულტურულ, რელიგიურ თუ პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდა. ანაკლიის პორტის იდეა ამ მდგომარეობის დაძლევის სინონიმად უნდა ქცეულიყო.

თუკი რაიმეა გადასალახი, ჩემი აზრით სწორედ ნეგატიური მრავალფეროვნებაა, როდესაც პოლიტიკურ პანორამას ათობით წვრილ-წვრილი პოლიტიკური წარმონაქმნი ქმნის. მმართველ ძალას არ გაუჭირდება ასეთი „მრავალფეროვნების“ სუბიექტებით მანიპულირება და საქმე მხოლოდ ფასადურ დემოკრატიასთან გვექნება

შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა თავისი ჩვენებური მოკავშირეების მეშვეობით ყველაფერი გააკეთეს ამ პროექტის ჩასაგდებად.

მაგრამ საიმისოდ, რომ ანაკლიის პროექტმა საარჩევნოდ დიდი ეროვნული პროექტის როლი ითამაშოს, საჭიროა არა „დავარცხნილი“ აკადემიზმი, არამედ დიდი ენერგია და გადამდები ენთუზიაზმი.