,,საქართველომ დაკარგა პატრიოტი ადამიანები" - მიხეილ სააკაშვილი გორთან მომხდარ შემზარავ ავარიას ეხმაურება


გორში გვიან ღამით ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გაჩერებულ მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. მიკროავტობუსი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დედაქალაქში გამართული აქციის შემდეგ სამეგრელოში მიჰყავდა, თბილისიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა.

შემზარავ ტრაგედიას მიხეილ სააკაშბილი გამოეხმაურა.

,,შემზარა გუშინდელმა ტრაგედიამ, საქართველომ დაკარგა პატრიოტი ადამიანები, ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს!

დაშავებულებს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას.“-წერს მიხეილ სააკაშვილი.