"ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი ავტოკატასტროფის ფონზე" - კახი კალაძე განცხადებას ავრცელებს


თბილისი მერი,კახი კალაძე გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით,facebook-ზე განცხადებას ავრცელებს.მერის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული, ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი გუშინდელი ავტოკატასტროფის ფონზე,

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს! ავტოშემთხვევის დროს დაშავებულ მოქალაქეებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ". - წერს კახი კალაძე