''ადამიანები გარდაიცვალნენ რა დროს ნაცი და ქოცია ხალხნო'' - ნანუკა ჟორჟოლიანმა facebook-ზე განცხადება გაავრცელა


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და მთავარი არხის წამყვანი,ნანუკა ჟორჟოლიანი,facebook-ზე განცხადებას ავრცელებს და გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება.

''არავის გაგენოთ ყურზე მოდებული ხმა, რომ ვინმე, რამეს იზიარებს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ. ან, იმას რა მნიშვნელობა აქვს იმ სამარშრუტო ტაქსში ვინ ისხდნენ. ადამიანები გარდაიცვალნენ, რა დროს ნაცი და ქოცია ხალხნო.

ოჯახის წევრებს ვუსურვებ ძალას, ტკივილს გაუძლონ. ახლა მხოლოდ იმის დროა რომ ჩვენგან სიძლიერე და სიყვარული იგრძნონ, ვინცობთ თუ არა მნიშვნელობა არ აქვს.

ამ დროს ყველა სიტყვას იმხელა ძალა აქვს, სხვისი მორჩენა შეუძლია. ან, პირიქით. ამიტომ ხანდახან მაინც დაიკიდეთ პოლიტიკა. განსაკუთრებით თუ ვინმე გლოვობს, თორემ ბუმერანგია ეს ცხოვრება იცოდეთ''. - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი