კოვიდინფიცირებული რომელიც ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოიყვანეს,ხაშურის კლინიკაში გარდაიცვალა


შიდა ქართლში,ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა კოვიდპაციენტი რომელიც სამკურნალოდ ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის ქალი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს.ამ დროისთვის საქმის სხვა დეტალლები უცნობია.

შეგახსენებთ,რომ დღეს საქართველოში კორონავირუსი 2609 ადამიანმა დაამარცხა