სიყვარულის ტრაგიკული ისტორია - 24 წლის მოდელი ოჯახთან ერთად ჩაცხრილეს


მანამ სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, ახალგაზრდა მოდელი დაშორდა თავის ყოფილ შეყვარებულს სებასტიანს, მაგრამ ახალგაზრდა კაცი მაინც მივიდა რათა შერიგებოდა, გოგონამ შერიგებაზე უარი განაცხადა.


  მას იარაღიც ჰქონდა. როცა საუბარი ჩხუბში გადაიზარდა, ბიჭმა იარაღიდან მრავალჯერადად გაისროლა. მან მოკლა არამარტო შეყვარებული, არამედ მისი მცირეწლოვანი დისშვილი და გოგოს დედა, სვეტლანაც.

  ამ თავდასხმის შემდეგ, ბინაში მისულმა სამართალდამცველებმა ოთხი ცხედარი აღმოაჩინეს. მათ შორის ერთი თავად სევასტიანი იყო.
ლიზა მოდელი იყო სლავა ზაიცევის გუნდში, თანამშრომლობდა სხვადასხვა ბრენდებთან, მონაწილეობას იღებდა ჩვენებებსა და ფოტოსესიებში.
ლიზას მეგობრები ყვებიან, რომ სევასტიანთან დაშორების შემდეგ, გოგონას სხვა ახალი ურთიერთობა ჰქონდა დაწყებული.

  როგორც ჩანს სევასტიანი ამ ფაქტს ვერაფრით შეეგუა, რადგან წყვილი დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა, პერიოდულად შორდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მერე ისევ ახლიდან იწყებდნენ ურთიერთობას. სასოწარკვეთილი კაცი განშორების შემდეგ მიდიოდა ლიზასთან და ფანჯრების ქვეშ მდგარი ითხოვდა პატიებას. თუმცა, დადგა მომენტი, როცა ლიზამ გადაწყვიტა, აღარ ეპატიებინა მისთვის. 

  როდესაც ლიზას სევასტიანმა ესროლა, მიუხედავად იმისა, რომ თავში იყო დაჭრილი, მან მოახერხა პოლიციაში დარეკვა. თუმცა, სამართალდამცველების მისვლამდე, ბინაში მყოფებიდან ყველა დაიღუპა.