როგორ იცნობ კლოპის ლივერპულს?


ურგენ კლოპმა მერსისაიდში წარმოუდგენელი რამ შეძლო, 30 წლის შემდეგ ლივერპულს ინგლისის ჩემპიონის წოდება დაუბრუნა - შედეგი, რომლის მიღწევასაც 3 დეკადის მანძილზე არაერთი მაღალი დონის მწვრთნელი ეცადა.

ამ ხნის მანძილზე ბევრი დიდი მოთამაშე კლუბიდან საჩემპიონო მედლის გარეშე წავიდა, მათ შორის გუნდის ლეგენდარული კაპიტანი - სტივენ ჯერარდი. მაგრამ არასოდეს აქამდე, ლივერპული ასეთი დაბალანსებული არ ყოფილა.

ეს ქვიზიც ამ გუნდის შესახებაა, გუნდის, რომელსაც თითქმის ყველა სათამაშო რგოლში მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს - მეკარე ალისონი, ფლანგის მცველები, ვან დაიკი, შემტევი ტრიო... ეს ის ელემენტებია, რომლებმაც კლოპის ლივერპულის ბირთვი, ნამდვილ საჩემპიონო ძალად აქცია.